რესტორნის "ავიატორი" ინტერიერის დიზაინის პროექტი განსხვავებულად წარმოაჩენს ლოფტის სტილს. ინდუსტრიული სტილის მკაცრი მასალების გამოყენებით და სხვადასხვა მიმართულებების ნაზავით იქმნება გამორჩეული და კომფორტული გარემო განტვირთვისთვის.
მკაცრ, მინიმალისტურ და ლაკონიურ ინტერიერში წარმოდგენილია ნატურალური მასალისგან დამზადებული ფუნქციური ავეჯი, ლითონის ხელნაკეთი დეკორატიული ტიხრები, ბეტონის კოლონები, ბუნებრივი ქვის ბარი და ექსკლუზიურად დამზადებული ლითონის ორიგინალური ბუხარი.
სხვადასხვა არქიტექტურული გადაწყვეტების ჰარმონიული შერწყმა ამ ინტერიერის მთავარ კონცეფციას წარმოადგენს.
დეტალები:საპროექტო ფართი: 360
ადგილმდებარეობა: გუდაური, საქართველო
დამკვეთი: სპექტრუმი