ლითონის კონსტრუქციით შექმნილი, დაახლოებით 33 მეტრის სიმაღლის მქონე ბელვედერი განთავსებულია საპროექტო ტერიტორიის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე. ნაგებობის ცენტრში წარმოდგენილია სამგზავრო და სატვირთო ლიფტები. კონსტრუქციას, რომლის ფასადიც მოპირკეთებულია ლითონის პანელებით, გარს არტყავს მცირე დახრით მოწყობილი პანდუსი, რომელიც პარკის მნახველებს საშუალებას აძლევს ავიდნენ ბელვედერის ბოლო სართულზე და დატკბნენ ყაზბეგის თვალწარმტაცი, პანორამული ხედებით. ნაგებობის ყველაზე მაღალ წერტილში ასევე განთავსებულია ეთნიკური რესტორანი, რომელიც გათვლილია 95 სტუმარზე.
დეტალები:საპროექტო ფართი: 15,590
ადგილმდებარეობა: ყაზბეგი, საქართველო
დამკვეთი: სპექტრუმი