საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინისა და ვერანდის ვიზუალიზაციისას, ჩვენს მიზანს წარმოადგენდა გადმოგვეცა ის გამორჩეული და მყუდრო აურა, რომელიც თანამედროვე ინტერიერში ხისა და დეკორატიული მასალების ურთიერთკავშირით იქმნება.
თითოეული დეტალი ეხმიანება ინტერიერის საერთო სტილს და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით ითვალისწინებს დამკვეთის მოთხოვნებს და ხასიათს. სხვადასხვა მასალების ჰარმონიული ურთიერთქმედებით მიიღწევა საბოლოო, ელეგანტური და დახვეწილი იერსახე.
დეტალები:საპროექტო ფართი: 1150
ადგილმდებარეობა: წავკისი, საქართველო
დამკვეთი: სპექტრუმი